კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მრევლს საქართველოს გამთლიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
როგორც საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა, განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ აფხაზეთისა და ცხინვალისთვის. “ღმერთმა ჩვენც გვაპატიოს და მათაც, რაც ერთმანეთს გავუკეთეთ. შევთხოვ უფალს, მალე შედგეს ჩემი ჩასვლა აფხაზეთში. ილოცეთ ამისთვის. აფხაზები ძმები არიან ჩვენი, ისევე, როგორც ჩვენ ვართ მათი ძმები. ილოცეთ არამარტო აფხაზებისთვის, არამედ ბერძნებისთვის, რუსებისთვის, სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის და ეს მადლი ჩვენვე დაგვიბრუნდება”, – ბრძანა უწმინდესმა.
საკვირაო ქადაგების დასასრულს უწმინდესმა მღვდლები დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული და ოქროს ჯვრების ტარების უფლებით დააჯილდოვა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, მწითურები, ნიჟარაძეები და ფალიაშვილები.