პატრიარქი – გადაცემა, რომელიც დავით პაიჭაძეს მიყავდა, იყო ცუდზე უარესი და მიმართული ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

გადაცემა, რომელიც დავით პაიჭაძეს მიყავდა, იყო ცუდზე უარესი და მიმართული ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელი ქადგების დროს აღნიშნა.
“რასაც გადაცემის მსვლელობის დროს საუბრობდნენ, ეკლესიის, წმინდა სინოდის, პატრიქრის წინააღმდეგ, არის უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე”,-ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ქადაგების დროს ახსენა, ასევე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და აღნიშნა, რომ მინდიაშვილი ერთი პერიოდი სემინარიაში სწავლობდა. თუმცა, პატრიარქის თქმით, მის (პატრიარქის) დროსაც სწავლობდნენ სემინარიაში ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ მიგზავნილები განხეთქილების შესატანად.
პატრიარქმა დაგმო ის ფაქტიც, რომ გადაცემაში გაკრიტიკებული იყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, კერძოდ, განცხადება, რომ რუსული ეკლესია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.
ამასთან, უწმინდესმა ბრძანა, რომ “ეს ჩვენი განსახილველი არ არის და აღნიშნული ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ხიდის ჩატეხვის მცდელობას წარმოადგენს”.
“ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ჩვენს სარწმუნოებას, თავის გულში ჩაიხედონ და ნახავენ, რომ იქ ბევრი ჭუჭყია”, – ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ არ შეეძლო დღეს ამ თემაზე არ ესაუბრა.
მისივე თქმით, უკვე რამდენჯერმე იყო ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების მცდელობა, რაც საშიშია ხელისუფლებისთვის, საზოგადოებისა და ეკლესიისთვის. “ძალიან მაფიქრებს, რომ ეს გადაცემა იყო პირველი არხით, ესე იგი სახელმწიფო ხელისუფლების არხით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა, მთლად უარესი. ასე მოგვილოცეს მათ ბარბარობა. გადაცემაში გიგა ზედანიამ მოიყვანა ციტირება მარქსისა, რომ რელიგია ხალხის ოპიუმია. რაღა დროს ოპიუმია, რაღა დროს მარქსის ციტირებაა? მე ვწუხვარ, რომ ბექა მინდიაშვილი მღვდლის ძმისშვილია”,- აღნიშნა პატრიარქმა.