საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი აკურთხა.
უწმინდესმა და უნეტარესმა პარაკლისი გადაიხადა და ქართული ჯარი დალოცა.
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხმა გაითავისოს ქართული ჯარი. ისე არ უნდ
ა იყოს, როგორც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, როცა ხალხი თავს არიდებდა ჯარში წასვლას. ქართულ ჯარში ყოფნა საპატიო საქმე უნდა იყოს. მინდა რომ თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კვირაობით და დღესასწაულებზე ჯარი ეკლესიაში იყოს. ხალხმა უნდა გაიცნოს თავისი შვილები. ისინი ახლოს უნდა იყვნენ ჩვენთან. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მთლიანობას”, – ბრძანა უწმინდესმა.
მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა, რომლის დროსაც ტაძარში არსებულ უძველეს ფრესკებს რესტავრაცია ჩაუტარდა.