წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი ლოტკინის დასახლებაში

“ასეთ სკოლაში მეც სიამოვნებით ვისწავლიდი”-ბრძანა სსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ ლოტკინის დასახლებაში წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დათვალირებისას. ერთწლიანი მუშაობის შედეგი დღეს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც მოინახულა.
სკოლის ეზოში პატრიარქს მცირე კონცერტიც გაუმართეს. ორსართულიანი ნაგებობაში კლასები თანამედროვე სტანდარტების შესაბამსისადაა მოწყობილი. მოსწავლეები აქ მთელი დღის განმავლობაში რჩებიან. სკოლა საკუთარ კედლებში რამდენიმე ტრადიციის დანერგვას გეგმავს. ძალიან მალე აქ ახალგაზრდები ფერეიდანიდან, ტაო-კლარჯეთიდან და ჰერეიდიდან ჩამოვლენ და ერთად ისწავლიან.
დღეისთვის აქ თბილისელ ბავშვებთან ერთად ზემო აჭარიდან 30-მდე მოზარდი ეუფლება განათლებას. თითოეული საკლასო ოთახი აქ რომელიმე წმინდანის სხელობისაა_ეს პანსიონის კიდევ ერთი ტრადიციაა. სახელობო და სახელოვნებო პანსიონიში დღის პირველ ნახევარში ბავშვები ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამით სწავლობენ.გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ბავშვები ნიჭისა და სურვილის მიხედვით ფერწერას,ხატწერას,მუსიკალურ საკრავებზე დაკვრას,ოქრომჭედლობას,ლითონისდამუშავებას ითვისებენ.ეუფლებიან თექითა და ბატიკით ხელოვნების ნიმუშების შექმნასაც. შარშან აქ მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობდნენ.წლევანდელ სასწავლო წელს კი ზარი უკვე 350 ბავშვისთვის დაირეკა.