საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულებისთანავე, შეასრულებს პანაშვიდს აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ქართველი და აფხაზი მეომრების სულის საოხად.
25 სექტემბერი, 2010 წელი