სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარაში იმყოფება. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლი დაათვალიერა და პატარები დალოცა. უწმინდესმა ბავშვთა სახლში არსებული წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და იქადაგა.
უწმინდესმა ბავშვებს შეჭირვებულების დახმარებისკენ და გულმოწყალებისკენ მოუწოდა. შემდეგ კი წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები მოხუცები მოინახულა.
დღესვე პატრიარქმა დეკანოზი გიორგი ბეჭვაია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა,ხოლო მღვდელი ლუკა მიქაბერიძე, მღვდელი აბრაამ გორდელაძე, მღვდელი გიორგი მამალაძე აღყვანილ იქნა დეკანოზი ხარისხში. მღვდელი ვახტანგ გოგოლაძე აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იღუმენიას ხარისხში აღყვანილ იქნა და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა წმინდამატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს მონაზონ სიდონიას.
პატრიარქი აჭარაში 10 დღე დარჩება.