ბათუმში გეი-აღლუმის შესაძლო ჩატარება გააპროტესტეს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა ბათუმში გეი-აღლუმის შესაძლო ჩატარება გააპროტესტეს და აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან ბარბარეს სახელობის ტაძრისკენ ფეხით გაემართნენ. მრევლთან ერთად მოძღვრებმა ბათუმის ქუჩები ხატებით, გალობით მოიარეს. გადაიხადეს პარაკლისი.
ინფორმაცია ბათუმში გეი-აღლუმის ჩატარების შესახებ დაახლოებით 10 დღის წინ გავრცელდა.