ქობულეთში საპატრიარქოს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-ბანაკში უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს საზეიმო გაცილება მოუწყვეს. საქველმოქმედო კონცერტი სიმბოლურად სვეტიცხოვლობის დღესასწაულს დაამთხვიეს.
კონცერტის ინიციატორი უკვე მეორე წელია კომპოზიტორი დავით არჩვაძე და გუნდი “მოძახილია”. ქართველ ემიგრანტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიულოცა.
საზაფხულო ბანაკი ქობულეთში უკვე მესამე წელია ეწყობა და წელს პირველად ჩამოვიდნენ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები. მეორე ნაკადს აგვისტოში ელოდებიან.