საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამთენიისას ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
უწმინდესს აეროპორტში სასულიერო პირებთან და მრევლი დახვდა. პატრიარქი აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა.
“ძალიან მომენატრეთ, დიდება უფალს, რომ მშვიდობით დავბრუნდი. მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის. ჩვენ უნდა დავინახოთ სულიერი და მატერიალური სიმდიდრე ჩვენი ქვეყნისა”, – ბრძანა უწმინდესმა სიონის საპატრიარქო ტაძარში.
პატრიარქი ჩეხეთში სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად 13 აპრილს გაემგზავრა.