ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულის ტკივილით შევიტყვეთ პოლენელ ხალხზე თავს დატეხილი უბედურების შესახებ.
სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მთელი ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, უნეტარეს საბას და მთელ პოლონელ ერს _ უმაღლესი სამთავრობო დელეგაციის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელიც კატინში დახვრეტილ პოლონელ ოფიცერთა ხსოვნის პატივსასეგად მიემართებოდა.
პოლონეთისთვის ამ უმძიმეს წუთებში, ჩვენი გულებიც აღვსილია მწუხარებით; ქართველი ერი მოძმე პოლონელ ხალხთან ერთად გლოვობს პოლონეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ლეხ კაჩინსკის, მის მეუღლეს, ქალბატონ მარია კაჩინსკას, პოლონეთის გამოჩენილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II