მოძრაობა „დავითიანნის“ წევრებმა ნარიყალას მთაზე ჯვარი აღმართეს

საპატრიარქოს ახალგაზრდული და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ – „დავითიანნი“, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრამდე ლოცვითი მსვლელობა მოაწყო და ნარიყალას მთაზე ჯვარი აიტანა. ეს პირველი ჯვარია, რომელიც ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც „დავითიანნის“ ანტინარკოტიკულ პროექტში არიან ჩართულნი. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ „დავითიანნის“ წევრები და მსვლელობაში მონაწილეები დალოცა.