საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ბატონმა დიტო – დიმიტრი ჩუბინიძემ ა.წ. 9 იანვარის გაზეთ “ალიაში” დაბეჭდა სტატია სათაურით: “რა მინიშნებები გააკეთა პატრიარქმა სააკაშვილზე საშობაო ეპისტოლეში”, რითიც შეეცადა პრეზიდენტსა (ხელისუფლებასა) და პატრიარქს შორის ვითომ არსებულ დაპირისპირებაზე ელაპარაკა და ამასთან პატრიარქი “დადებით” კონტექსტში წარმოეჩინა.
ბატონმა დიმიტრიმ და გაზეთმა “კვირის ქრონიკამ”, რომელიც ასევე “ალია ჰოლდინგის” გამოცემაა, მთელი თვეების მანძილზე და ამასთან ბოლო დრომდე თავისი რესპოდენტების საშუალებით შეურაცხყოფისა და ცილისწამების კამპანია აწარმოეს ეკლესიისა და პირადად პატრიარქის წინააღმდეგ და ახლა ამავე მიზნით, ოღონდ სახეცვლილი მეთოდით კვლავაც ცილისწამებას მიმართეს.
მათი ფანტაზია, ალბათ, მომავალშიც შემოგვთავაზებს სიახლეებს ერთი კია, – ხალხი კარგად ხედავს, ვინც რას აკეთებს და რატომ აკეთებს. შევნიშნავთ იმასაც, რომ მორწმუნემ იცის, ვინც რას აკეთებს, პირველ რიგში თავის თავს უკეთებს.
9 იანვარი, 2010 წელი