დახმარება უკრაინიდან ლტოლვილებს (25.07.2022)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ დაიწყო ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპის ორგანიზება საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის.

25 ივლისიდან სამების ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საინფორმაციო-ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, სადაც დახმარების გაწევა შეუძლია ყველა მსურველს, ნებისმიერი ფორმით - იქნება ეს საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთი, რომლის დახარისხებას და გაცემას უზრუნველყოფენ ,,დავითიანნისა“ და ორგანიზაცია ,,ჩვენი უკრაინა” -ს მოხალისეები.

ასევე აღსანიშნავია,  რომ საერთაშორისო მართმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია IOCC -ის ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელდა 1000 ერთეული 100 ლარიანი სუპერმარკეტების ქსელის ვაუჩერის შეძენა, რომელიც.  გაიცემა დევნილ უკრაინელებზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:  ორსულები, მარტოხელა დედები, ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით, შშმ პირები, 60 წელს გადაცილებულები.

მადლობას მოვახსენებთ ორგანიზაციის IOCC -ს წარმომადგენლობას საქართვეელოში აღნიშნული მხარდაჭერისთვის.