საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ხელნაწერთა ინსტიტუტში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს დაბადების 150 წლისთავი აღინიშნა

19 აპრილი
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
xelnawerta-institutshi-katolikos-patriarq-kalistrates

ა.წ. 19 აპრილს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სასულიერო აკადემიის ინიციატივით ხელნაწერთა ინსტიტუტის ახალ შენობაში გაიმართა უწმიდესისა და უნეტერესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და მისი ხელნაწერებისა და ფოტომასალის გამოფენა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქი ილია მეორე, მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს დიასპორის მინისტრი გელა დუმბაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ -მასწავლებლები და სტუდენტები.