საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

31 მაისი
კატეგორია: სიახლენი,
wm-m-efe-tamaris-s-ax-elobis-skola-2-1178085

ა.წ. 30 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კეთილმსახური წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა.

სკოლა-პანსიონი 2009 წელს დაარსდა და გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები. თითქმის ყველა კურსდამთავრებული სწავლას საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს.

აღნიშნული სკოლა წელს 32 ახალგაზრდამ დაამთავრა, აქედან 3 _ მედალოსანია.