საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ელჩი მიიღო

25 სექტემბერი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqma-germaniis

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ახლადდანიშნული ელჩი, ბატონი ჰუბერტ კნირში და მისი მეუღლე მიიღო.

მისმა უწმინდესობამ ვიზიტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: ,,გერმანია მისაბაძი და სამაგალითო ქვეყნაა. ჩვენი ქვეყნების ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის.“

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.

,,საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს – ახლა მნიშვნელოვანია, ამ თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალი გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ ამაში ჩემს წვლილს შევიტან.  ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და საუბარი, “_  აღნიშნა ჰუბერტ კნირშმა.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.