საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14.10.2017)

23 ოქტომბერი
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqis-qadageba-2

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დანო და ძმანო.

წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“. ბედნიერია ადამიანი, რომელიც იგრძნობს და შეისმენს სულიწმინდის კარნახსა. და, აი, ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანათა აღმავსებელი, უხილავად მოქმედებს ჩვენზე.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას.

მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სული წმინდისა იყოს ჩვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე.

ჩვენთან არს ღმერთი.