საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სიტყვა მს. საოჯახო კონგრესზე

18 მაისი
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqis-ilia

   2016 წლის 15-17 მაისს საქართველომ ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა.

16 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონგრესის მთავარი პლენარული სხდომა გაიმართა, სახელწოდებით: „ცივილიზაცის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონგრესის მონაწილეებს.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სიტყვა
(თბილისი, ფილარმონიის დარბაზი, 2016 წლის 16 მაისი)

თქვენო აღმატებულებავ, კონგრესის პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ მეათე საერთაშორისო ოჯახის კონგრესის თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით.

კაცობრიობა დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები წინ  მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს გადადგმულია ბევრი დიდი ნაბიჯი უკან  ზნეობის თვალსაზრისით.  საერთაშორისო კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი კაცობრიობისადღეს ერთ-ერთი რთული  პრობლემა, რომელიც  საზოგადოების   წინაშე არის ის, რომ, როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი,  „დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი“. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმაც  დაკარგა  თავისი მნიშვნელობა, ის დატვირთვა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი, ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა.

ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და მას ძალიან დიდი გაფრთხილება  და  ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაიკარგოს ხალხში. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით X კონგრესის წევრებს და  მონაწილეთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში, მადლობთ.