საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაგრატიონთა შთამომავლებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა

2 ივნისი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-bagrationta

ა.წ. 1 და 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბაგრატიონთა გვარის,  სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. მათი ჩამოსვლა უკავშირდება იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ჯვრისწერას, რომელიც კვირას, 3 ივნისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგება.

მისმა უწმინდესობამ და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მიულოცეს ბატონ იოანესა და ქალბატონ ქრისტინეს ეს დღე და ღვთის მფარველობა და ბედნიერება უსურვეს.