საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (11.11.2018)

11 ნოემბერი
sruliad-saqartvelos-katolik-os-patriarqis-qadageba-6-6290426

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ სერაპიონ ზარზმელის დღესასწაულს და მინდა გაგახსენოთ, რომ მომავალ სამშაბათს არის ასი ათასი მოწამის დღესასწაული და მეტეხის ხიდზე, 17:00 საათზე, შესრულდება საზეიმო პარაკლისი. შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გარდამოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ილოცოთ საქართველოს მშვიდობისათვის.

ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. ეგ სანაპირო მთლიანად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი.  იმედია, რომ ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე.

წმინდა ასი ათასი მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!