საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (09.10.2018)

9 ოქტომბერი
sr-uli-ad-saqartvelos-katolikos-patriarqis-qadageba-6-2997384

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

ყველას გილოცავთ ათონის მთიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებას საქართველოში

ყველას გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი ქვეყნის. არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისაგან. მინდა გაგახსენოთ ის მძიმე დღე, როცა მონღოლების ბატონობის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ქართველები ერთი მოხუცებული ადამიანის რჩევით შეევედრნენ დედა ღვთისას ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი გამოცხადებით დიდი სასწაული მოახდინა. ჩვენც შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მოწყალებისა კარი განგვიღოს.  ერთად ვთქვათ ეს ლოცვა:

,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღვთიმსშობელმა დედამ შეგვიწყალოს, გადაგვაფაროს თავისი კალთა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი.