საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

9 დეკემბერი
saqartvelos-sapatriarqoshi-suramisa-da-xashuris

დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით გაიმართა ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია.

ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება სურამში და მიზნად ისახავს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ბანას (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) მსგავსი ტაძრის აგებას, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის სამხრეთ კარიბჭე და სულიერ-კულტურული ცენტრი.