საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები

22 მაისი
კატეგორია: წიგნები,
saqartvelos-eklesiis-siwmindeebi

 გამომცემლობა „ახალი ივირონი“
„საეკლესიო ბიბლიოთეკა“
ტომი VIII 

საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები
ელდარ ბუბულაშვილი

ნაშრომში, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, ქართულ დაუცხოურ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, გაშუქებულია საქართველოს ეკლესიის წიაღში უძველესი დროიდან არსებულიდა დღემდე შემორჩენილი მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმ. მოციქულთა, წმ. მამებისა და წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული წმინდა ნაწილების ისტორია. შრომაში აგრეთვე, დიდი ადგილი ეთმობა ქართველთა განმანათლებლის – წმინდანინოსა და ასურელი მამების ღვაწლსა და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეების აღწერას. ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

რედაქტორები: ღვთისმეტველების კანდიდატი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ედიშერ ჭელიძე

წინათქმა

ქრისტიანობის ისტორია საქართველოში ესაა ქართველი ერის დაუსრულებელი მონაწილეობა ცხოველმყოფელ სიწმინდეებში, რადგან ქართლი, „წმინდანთა დედად“ წოდებული იოანე საბანისძის მიერ, ოდითგანვე შეიმკო და იკურთხა სიწმიდეებით, რამაც ჭეშმარიტ ჰიეროფოროსად, ჭეშმარიტ სიწმინდეშემოსილად გამოაჩინა იგი, როგორც საღვთო მადლისვლენათა სულიერი ჭურჭელი და განძისმცველი. მას შემდეგ, რაც უდიდესმასიწმინდემ, უფლის უკერველმა კვართმა სავანე და სამარხი ქართლისმიწაში ჰპოვა, ეს მიწა ერთი საგალობლის სიტყვებისებრ, „იკურთხა მისწილ აწ და უკუნისამდე“. ამ ჟამიდან მოკიდებული, ქართველი ერი ცხოვრობს სიწმინდეებით და სწორედ ესაა ქართლის ცხოვრება. ცხადია, სიწმინდედ გვეგულვის ყოველივე ის, რაც მაცხოვნებელ მოძღვრებას, მაცხოვარებას უკავშირდება. ამ მხრივ საქართველოს ეკლესიის საგანძური დაულევნელია: უძველესი საეკლესიო ტექსტები (სხვა ენებზე არაიშვიათად დაკარგულნი), სათნო გადმოცემები, წმინდა რელიქვიები, უწმინდესი ხატები, აღურიცხავი ეკლესია-მონასტრები… თვით ქართული ყოფაც, თავისი შეურყვნელი საფუძვლით, თანაზიარებაა საეკლესიო სიწმინდეებთან. ამ ყოველივეს მეცნიერული შესწავლა ეპოქალური მოვლენაა, რაც საუკუნეთა მანძილზე წარიმართებოდა და წარიმართება. სრულიად აშკარაა, რომ სიწმინდეთა შესახებ ძიებანი საქართველოს სულიერი ისტორიის კვლევას ნიშნავს, რაც დიდად ფასეულია და, ამავედროს, დიდად საპასუხიმგებლო. ამ ნიშნით უთუოდ გამორჩეულია წინამდებარე მონოგრაფია, რომლის ავტორი ელდარ ბუბულაშვილი ღვთისმოშიშებითი კრძალვით და წყაროთმცოდნეობითი ამომწურაობით ბეჯითად შეისწავლის საქართველოში დავანებული მრავალი სიწმინდის ხვედრს. ნაშრომის სრულყოფილად გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო საცნაურიხდება, თუ რაოდენ აუცილებელი იყო ამგვარი წიგნის გამოცემა, რაც, ეჭვი არაა, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

პროფ. ედიშერ ჭელიძე

pdf
საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები