საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.10.2017)

29 ოქტომბერი
s-ruliad-saqartvelos-katolikos-patriarqis-qadageba-4-7187364

ჩვენთან არს ღმერთი

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალი ბრძანებს: ,,მე ვარ ცხოვრება, გზა და ჭეშმარიტება“. ფსალმუნებში ჩვენ ვკითხულობთ: ,,მაუწყე მე უფალი გზა რომელსაცა ვიდოდე“. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის. ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი გზა, მიზანი კი მისი უნდა იყოს სასუფეველი ცათა, სასუფეველი ღვთისა.

ჩვენ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწმუნე ადამიანებთან დილის 10:00 საათზე და 12:00 საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. მომავალ შაბათს იქნება დალოცვა ბავშვებისა და საკითხი _ როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. ბავშვების აღზრდა ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა და ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ სწორად აღიზარდონ შვილები. ღმერთმა ინებოს რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს.

ჩვენ დღეს ვლოცავთ ოთხ გვარს: პიტავა, კონიაშვილები, ციგრიაშვილები და ტაბაღუები.

ასევე ჩვენ ვლოცავთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და ყოველ ადამიანს, რომელიც ეხმარება გაჭირვებულ ხალხს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.

ჩვენთან არს ღმერთი.