საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქალაქ გორში გაიმართა საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“

16 ივნისი
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
q-gorshi-gaimarta-sajaro-shexvedra

ორშაბათს, 13 ივნისს, ქალაქ გორში, ჩატარდა მესამე საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“.

შეხვედრა გაიმართა მღვდელ გიორგი კარელიძესთან თემაზე –  „ქრისტიანობა – პიროვნებაზე ორიენტირებული რელიგია“

შეხვედრები ტარდება თვეში ერთხელ, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრის დარბაზში (საკათედრო ტაძართან ახლოს), როგორც გორის ეპარქიის მღვდელმსახურებთან, ასევე სხვადასხვა ეპარქიებიდან მოწვეულ სტუმრებთან.

შეხვედრების ორგანიზატორები არიან: „გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრი“ და „წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი – „კენოზისი“.

დასწრება თავისუფალია