ეპარქიები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
ცისკარზე: ინ. XII, 17-50. [დას. მა(41)-შუა].
VI ჟამზე: ეზეკ. II, 3-10; III, 1-3.
მწუხრზე: გამ. II, 11-22. იობ. II, 1-10.
მთ. XXVI, 6-16. [დას. რჱ(108)].
სახარებაჲ იოვანესი, XII, 17-50. [დას. მა(41)-შუა].
17 და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მის თანა, † (მას ჟამსა შინა, ეწამებოდა იესუს ერი იგი, რომელი იყო მის თანა, †) რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით. 18 ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ. 19 ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: “ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა-ესერა, სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა”. 20 იყვნეს ვინმე წარმართთაგანნიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. 21 ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: “უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ”. 22 მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს. 23 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: “მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ. 24 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს. 25 რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი. 26 უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან. 27 აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲმე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას. 28 მამაო, ადიდე (ძე)* [სახელი]** შენი!” მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: “და ვადიდე და კუალადცა ვადიდო”. 29 ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: “ქუხილი იყო”. ხოლო სხუანი იტყოდეს: “ანგელოზი ეტყოდა მას”. 30 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: “არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს. 31 აწ არს საშჯელი ამის სოფლისაჲ; აწ მთავარი იგი ამის სოლისაჲ განვარდეს გარე. 32 და მე, ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა”. 33 ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად. 34 მიუგო მას ერმან მან და ჰრქუა: “ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ: ქრისტე უკუნისამდე ეგოს, და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: «ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ»? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?” 35 ჰრქუა მათ იესუ: “მცირედჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. 36 ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა იყვნეთ”. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან. 37 და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ. 38 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: “უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?” 39 ამისთჳს ვერ ჰრწმენა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია: 40 “დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისხმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი”. 41 ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს. 42 ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ. 43 რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ. 44 ხოლო იესუ ღაღად-ყო და თქუა: “რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი. 45 და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი. 46 მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს. 47 და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე შჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხონო სოფელი. 48 ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს [მე]** და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი; სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა. 49 რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი. 50 და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნო არს, და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვიტყჳ”.
ეზეკ. II, 3-10; III, 1-3.
3. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, მიგავლენ მე შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, განმამწარებელთა მიმართ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე, მათ და მამათა მათთა, და შეურაცხ-მყოფ იქმნეს ჩემდამო ვიდრე დღესისამდე დღისა.
4. და ძენი პირფიცხელნი და გულმყარნი, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი უფალი.
5. ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.
6. და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,
7. რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს; და არქუთ სიტყუაჲ ჩემი მათ; უკეთუ არა ისმინონ სიტყუაჲ ჩემი, ანუ თუ განჰკრთენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს.
8. და შენ, ძეო კაცისაო, ისმინე მეტყუელისაჲ შენდამი: ნუ იქმნები განმამწარებელ, ვითარცა სახლი განმამწარებელი; აღყავ პირი შენი და ჭამე, რომელთა მე მიგცემ შენ.
9. და ვიხილე და, აჰა, ჴელი განმარტებული ჩემდამო, და მას შინა თავი წიგნისაჲ. და განგრაგნა იგი წინაშე ჩემსა და იყვნეს მას შინა დაწერილებ წინა და უკან, და იყო მის შორის გოდება, და გურინვაჲ და კილოვნობა და ვაებაჲ.
3
1. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.
2. და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;
3. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, პირმან შენმან ჭამოს და მუცელი შენი აღივსოს მატიანითა ამით, მიცემულითა შენდა და შევჭამე იგი: და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი.
გამ. II, 11-22.
11. და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა.
12. მიიხილა აქა და იქი და არა ვინ იხილა, მოკლა ეგჳპტელი იგი და დაფლა ქჳშასა შინა.
13. ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა, რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა?
14. ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?
15. ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს, წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა, და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა.
16. ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა მათისა იოთორისთა, ვითარცა მოვიდეს, აღმოავსებდეს, წყალსა, ვიდრემდე აღავსეს ისარნები იგი, რათა ასუან ცხოვართა მამისა მათისათა.
17. მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი, აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოასხა წყალი და ასუა ცხოვარსა მათსა.
18. და შევიდეს იგინი რაგოელ, მამისა მათისა, ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს?
19. და მათ ჰრქუეს: კაცმან მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და მივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.
20. ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსათჳს დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რათა ჭამოს პური.
21. და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი, მოსეს ცოლად.
22. მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე და სახელი უწოდა მას გერსამ და, თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა, ხოლო სახელი მეორისა მის უწოდა ელიეზერ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.
იობ. II, 1-10.
1. და იყო დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა. და ეშმაკი შორის მათსა წარდგომად წინაშე უფლისა.
2. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომიხილავს ყოვლითურთ და აწ შენ წინაშე ვარ.
3. ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღავე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.
4. მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.
5. ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.
6. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა, მოგცემ შენ, გარნა სულსა მისსა ერიდე.
7. და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე და შეჭურა იგი ფაქლითა.
8. და მოიღო იობ კეცი, რათა წუთხსა იხუეტდეს. და დაჯდა იგი სკორესა ზედა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა ჟამი მრავალი წარჴდა,
9. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.
10. ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.
† † † † † † †
სახარებაჲ მათესი, XXVI, 6-16. [დას. რჱ(108)].
6 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, 7 მოუჴდა მას დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალსასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴითმჯდომარესა. 8 ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: „რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? 9 რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა“. 10 ხოლო იესუ გულისხმა-ყო და ჰრქუა მათ: „რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ, 11 რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 12 რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. 13 ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისსა“. 14 მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა მათ 15 და ჰრქუა: „რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?“ ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. 16 და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.