საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მილოცვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

1 აგვისტო
კატეგორია:
milocvebi-sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqs

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს

ილია მეორეს

უნეტარესო და ქრისტესმიერ უსაყვარლესო ძმაო,

მადლობას შევწირავთ უფალს დიდებისას, რომ გვაქვს სიხარული და პატივი უკვე მრავალი წელია დავუკავშირდეთ თქვენს უნეტარესობას  თქვენი სახელობის წმინდანის დღესთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისა, წმინდა ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით.

მსოფლიო საპატრიარქოს კათედრიდან, რომელიც დასაბამიდან იღწვის უფლის სხეულის – ეკლესიის ერთიანობისათვის, გიგზავნით გულითად მოლოცვას, და შევთხოვთ უფალს, რომ მოგანიჭოთ მრავალჟამიერ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რათა კიდევ დიდხანს განაგრძოთ თქვენი მაღალმსახურება, მისი ეკლესიის გასაძლიერებლად  და პირველ რიგში ჩვენი მხსნელი უფალი იესო ქრისტეს სახელის სადიდებლად.

ის პოლა ეტი,  უნეტარესო ძმაო!

თქვენი ქრისტესმიერი და მუდამ თქვენი სამსახურისთვის მზადმყოფი ძმა

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი

ფანარი 20.07.2018

 

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი კირილე

მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო,
უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

მიიღეთ გულითადი მილოცვა თქვენს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით.
თქვენს მრავალწლიან მსახურებას ეკლესიის წინამძღოლის ხარისხში მოჰყვა საეკლესიო ცხოვრების აყვავება ივერიის ღვთივკურთხეულ მიწაზე. თქვენ გახდით ნამდვილი სულიერი მამა მთელი თქვენი ერისთვის, რომელიც თქვენში ხედავს თავის სულიერ წინამძღოლს  მუდამ რომ მზად არის ხალისით დაიხარჯოს და განკფდეს მათი სულებისთვის(2 კორ. 12,15).

უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, მარად გიხსენიებთ ლოცვებში და გისურვებთ სულიერ და ხორციელ ძალთა სიმტკიცეს, მშვიდობას და შემდგომ წარმატებებს საპატრიარქო მსახურებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.

უფლისმიერი ძმური სიყვარულით,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
კირილე

სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II

უნეტარესო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით გეხვევით და მოგახსენებთ.

ვსარგებლობთ რა თქვენი უნეტარესობის მოსახელე წმინდანის ილია თეზბიტელის ხსენების დღის მოახლოებით, დიდი სიხარულით გიკავშირდებით აღნიშნული სინოდალური წერილით

ამიტომაც, პირადად და მე და საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსოს წმინდა სინოდი და მთლიანად მისი შემადგენლობა, გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნეტარ ცხოვრებას.

ყველანი შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა წინასწარმეტყველი ილიას მეოხებით, მისცეს თქვენს უნეტარესობას და თქვენს წმინდა ეკლესიას ძალა ჭეშმარიტი სწავლების დასაცავად, რათა მომავალშიც წარუძღვეთ საქართველოს მოძმე ეკლესიას სიბრძნით და გონიერებით, მისი  სულიერი აღმავლობისთვის, კათოლიკე ეკლესიის სტაბილურობისა და  ერთიანობისათვის და წმინდა სამების სადიდებლად.

გეხვევით ჩვენო უსაყვარლესო ძმაო აღვსილნი სადღესასწაულო განწყობითა და უფლისმიერი სიყვარულით.

 

თქვენი ქრისტესმიერი ძმა

სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II.

 

 

 

 რომის პაპი ფრანცისკე

მის უმწინდესობას და უნეტარესობას ილია II-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს

თქვენი ზეციერი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის ელიას ხსენების დღე წელსაც ნანატრ შესაძლებლობას მაძლევს გულითადი სალამი და საუკეთესო სურვილები გადავცე თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ღრმა მადლიერების გრძნობით ვიხსენებ საქართველოში ჩემი დაუვიწყარი ვიზიტის დროს ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის მიცემულ პირობას, ვილოცოთ ერთურთისათვის. ვარწმუნებ თქვენს უწმინდესობას, რომ ერთგულად ვიცავ ამ პირობას, ვინარჩუნებ თქვენთან სულიერ სიახლოვეს და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ლოცულობთ ჩემთვის.

შევთხოვ ღმერთს, რომ უხვად მოგმადლოთ თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და თქვენს მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა მიერ თაყვანცემული წმინდა ელიას მეოხებამ შეგვაძლებინოს შემდგომი წინსვლა სრული უფლისეული ერთობისაკენ.

კიდევ ერთხელ ვუდასტურებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს უღრმეს პატივისცემას და ჩვენი საერთო უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გიძღვნით ძმურ ამბორს.

პაპი ფრანცისკე

 

 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

გილოცავთ
2 აგვისტო წმიდა ილია თეზბიტელის,წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ანგელოზის დღეა.

 სამწუხაროდ ხშირად ჩვენში უფრო დამაჯერებელია უცხოელის აზრი, მოვუსმინოთ მათ:

  1. ,,ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია. მას მომავალი თაობები ოქროს ასოებით ჩაწერენ სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, ისევე როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში”- ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოსი მსოფლიო პატრიარქი.
  2. ,,მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა,ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს: ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი” – კათოლიკე ეკლესიის პაპი ფრანცისკე.
  3. ,,ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო გახლავთ თქვენი სახით კავკასიის უხუცესთან შეხვედრა. პირადად ჩემი უხუცესი ბრძანდებით. შესაძლოა მთელ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმას, რომ მუსლიმანური რელიგიის შეიხი ეწვევა პატრიარქს, ხელზე ემთხვევა მას და აღიარებს თავის უხუცესად, თქვენ ჩემი ოჯახისათვის წმინდანი ხართ, ამიტომ დღეს აქ ოჯახთან ერთად მოვედი, მათაც სურვილი გამოთქვეს გეამბორონ ხელზე”- კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ალ ულ ისლამ ალახშუქურ ფაშაზადე.
  4. ,,უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს პირველად 1995 წელს შევხვდი, საოცარი ადამიანია, ხშირად მასთან ურთიერთობისას თუ საუბრისას მიგრძვნია იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე”- დეკანოზი ჰენრი პაპროცკი.                                                                                                                                                                                                  თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ ანგელოზის დღეს, თქვენი ჯანმრთელობა და სიმხნევე ჰაერივით სჭირდება აღმა-დაღმა მოქანავე საქართველოს, თითოეულ ქართველს.