საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (01.10.2017)

1 ოქტომბერი
katolikos-patriarqis-qadageba-01-10

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ შალვა, ბიძინა და ელიზბარის ხსენების დღეს. საქართველო მდიდარია წმინდანებით. მდიდარია მეჩვიდმეტე საუკუნეც, შალვა, ბიძინა და ელიზბარი ცხოვრობდნენ ამ დროს. ამავე საუკუნეში ეწამა ქეთევან დედოფალი და მრავალი სხვა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში. არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ კონფლიქტი იყოს ადამიანთა შორის. არამედ დაისადგუროს მშვიდობამ. დიდება უფალს, რომ ამისთვის უფალი გვაძლევს ძალას. უფალი გვაძლევს მადლს, რომელიც უძლურთა მკურნალია და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაკლია ერთობა, გვაკლია ურთიერთ  თანადგომა. ამიტომაც ვთქვით რომ ერთმანეთთან შეხვედრის დღედ ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ შეიცვალა ეს და შეიცვალა იმიტომ რომ სამუშაო დღეა, სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ ხალხი და გადავიტანეთ შაბათ დღეს, დილის ათ საათზე დაიწყოს შეკრება, თორმეტ საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი და მერე ისევ საუბრები და საქმიანობა სამ საათამდე. ე.ი დილის ათი საათიდან დღის სამ საათამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესაძლებლობისამებრ სიკეთე ვაკეთოთ.

მე ძალიან მახარებს ის, რომ ძალიან აქტიურად შრომობენ ჩვენი ახალგაზრდები, აი ეხლაც ისინი ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობენ და მალე განახლდება ეს ცენტრი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩოხოსნებს. ჩოხოსნები ძალიან აქტიურად შრომობენ, აწესრიგებენ ოჯახებს და მოძღვართან ჯვარს წერენ მათ, ვისაც ოჯახი დალოცვით არა აქვთ შექმნილი. აი დღეს ჩვენ დავლოცავთ ჩოხოსნების ოჯახებს და მე მინდა რომ მამა დიაკონმა წაიკითხოს ეს.

30 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა. ჯვარი დაიწერა ექვსმა წყვილმა და დღეს ილოცებიან ეს ოჯახები. ტარიელ და ნუნუ საყვარელიშვილები; მამუკა და ეკა მირუაშვილები, დავით და ლელა ქურდოვანიძეები, ლევან და ლიანა მანაგაძეები, ზაზა და ლიანა შალამბერიძეები, გოდერძი და ლაურა ნანუაშვილები.

ასევე დასალოცად არის მოსული ცქირიების გვარი.

დალოცვილი იყავით და გახარებული და ბედნიერნი. აკეთეთ სიკეთე და სიკეთე დაგიბრუნდებათ თქვენ.

ჩვენთან არს ღმერთი.