საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ექსარქიები უცხოეთში

საქართველოს საპატრიარქოს ექსარქიები უცხოეთში

XX საუკუნის მიწურულს საქართველოში განვითრებულმა რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია ათასობით საქართველოს მოქალაქის უცხოეთში გადახვეწა. განსაცდელში აღმოჩენილ ჩვენს თანამემამულეთა ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა სამშობლოსთან დაშორება, ამას ემატებოდა კიდევ ერთი პრობლემა – უცხოეთში ყოფნისას იბადებოდნენ მათი შვილები, შვილიშვილები, რომლებიც გაუცხოებულნი აღმოჩნდნენ ქართული კულტურული გარემოსაგან. რის გამოც დიდად წუხდა ემიგრაციაში, თუ დროებით უცხოეთში მცხოვრები ქართველობა; ამ მოვლენას ასევე მძიმედ განიცდიდა და განიცდის საქართველოს ეკლესია; შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა აღნიშნული საკითხი და მიღებულ იქნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ექსარქიების დაფუძნების შესახებ.

სხვადასხვა დროს შეიქმნა:

დასავლეთ ევროპის ექსარქია

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ექსარქიები 

ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქია 

გერმანიისა და ავსტრიის ექსარქია

ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქია 

სამხრეთ ამერიკის ექსარქია

ავსტრალიის ექსარქია