საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა

25 მარტი
კატეგორია:
avtokefaliis-aghdgenis-asi-wlistavisadmi-midzghvnili

 ა.წ. 25 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ასი წელი შესრულდა. ამ უმნიშვნელოვანეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღია აღავლინა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის მებრძოლთა სულებისათვის პანაშვიდი გადაიხადა.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის სურვილითა და ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოებამ და მრევლმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

იხილეთ ფოტო კოლაჟი: www.facebook.com/pg/საქართველოს-საპატრიარქო-ოფიციალური-გვერდი