საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აბორტის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში

23 აპრილი
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
abortis-sawinaaghmdego-aqcia-qutaisshi


ა.წ. 22 აპრილს, 14:00 საათზე, კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით ქუთაისში, აღმაშენებლის მოედნიდან ჯერ მესამე, შემდეგ კი პირველ სამშობიარომდე, მოეწყო მსვლელობა სახელწოდებით: „სიცოცხლის მარში“, რომლის მოთხოვნებიც ასეთი იყო:

1. აიკრძალოს აბორტი კანონით დადგენილი განსაკუთრებული ჩვენების არქონის გარეშე.
2. შესრულდეს კანონით დაკისრებული ვალდებულებები, 5-დღიანი წინასააბორტო მოსაფიქრებელი ვადის დაცვის შესახებ, ქალთა მეტი ინფორმირებულობით და მხარდაჭერით.
3. ჩასახულ სიცოცხლეს მიეცეს დაბადების უფლება.
4. აიკრძალოს სუროგაცია.
5. აიკრძალოს ინვიტრო განაყოფირება.

მსვლელობას გელათის აკადემია-სემინარიის პედაგოგები და სტუდენტებიც შეუერთდნენ.