საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

22 მაისი

ყოველი წლის 23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გასულ წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. როგორც ცნობილია, წმინდა სვიმონ კანანელი სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანშია, დაკრძალული. ამდენად, ბუნებრივია, რომ მოციქულის მიმრქმელი ამ მხარის ზეიმი მის სახელს დაუკავშირდეს.
წმინდა სვიმონ კანანელის ხსენებასთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება აღევლინება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ხუთშაბათს ლოცვა დაიწყება 17 სთ-ზე, ხოლო წირვა პარასკევს- 9 სთ-ზე. მსახურებას აღასრულებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა.
23 მაისს, 15 სთ-ზე კი საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდება აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია.