საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მისი ინტრონიზაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო

8 ოქტომბერი

8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მისი ინტრონიზაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო. საღამოს ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდი “იავნანა” გახლდით. ძველი და თანამედროვე ქართული პოეზიის ნიმუშები წაიკითხა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ზინაიდა კვერენჩხილაძემ; ასევე აჟღერდა კლასიკური მელოდიები ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები.