საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განცხადება

27 თებერვალი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა აღმსარებელისა და სალოსი გაბრიელის წმინდა ნაწილები ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება დასვენებული.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განაცხადა:
“ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმე საათის რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებობა ჰქონდეს”,