საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

1 აპრილი
744-2

ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც, ჩვენი აზრით, მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას.
ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია.

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

31.03.2013