საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს მართლმმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი20 დეკემბერი 2011 წელი

20 დეკემბერი
676-2

2011 წლის 20 დეკემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
წმინდა სინოდმა განიხილა შემდეგი საკითხები:
1. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მიზანმიმართული ანტიეკლესიური პროპაგანდა. ასეთი მოქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოცაა. ანტირელიგიური ცილისმწამებლური კამპანია ამასოფლის სულის გამუდმებული ბრზოლაა ეკლესიის მიმართ, რომლისგანაც თავდაცვა ღვთის სიტყვისა და საეკლესიო სჯულის კანონის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ამავე დროს, სინოდის გადაწყვეტილებები დაცული უნდა იყოს სამღვდელოების და მრევლის სუბიექტური ინტერპრეტაციებისა და ეკლესიის სახელით მათი გავრცელებისაგან. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება სასულიერო პირთა შორის, რაც ხელს შეუწყობს ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას.
წმინდმა სინოდმა განაჩინა:
აქტუალურ საეკლესიო საკითხებზე მსჯელობისათვის სინოდის სხდომებს შორის გაიმართოს მღვდელმთავართა შეხვედრები საპატრიარქოში ქორეპისკოპოსების მონაწილეობით.

2. საეკლესიო სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი აღემატება ეპარქიების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, ეკლესია მუდმივად უნდა ზრუნავდეს სასწავლო პროცესის განვითარებისათვის, რისთვისაც აუცილებელია საპატრიარქოსა და ეპარქიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება.
წმინდმა სინოდმა განაჩინა:
ა) საპატრიარქოს სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს და დანერგოს სტანდარტების საეკლესიო სასწავლებლების, სტრუქტურების, სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პედაგოგიკისათვის;
ბ) მიღებულ იქნას არქიტექტურისა და არქეოლოგიის სპეციალობები შესაბამის სასულიერო სასწავლებლებში და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართული საეკლესიო გალობის შესწავლას;
გ) ეპარქიებში მღვდელმთავრების ხელმძღვანელობით სასულიერო პირებმა მოამზადონ მოხსენებები საეკლესიო თემებზე. წელიწადში ორჯერ გაიმართოს საეპარქიო კონფერენციები, სადაც წაკითხული იქნება საუკეთესო მოხსენებები.
დ) საბჭოთა პერიოდში ხდებოდა თველოსა და მსოფლიო ისტორიის გაყალბება. შეცდომების გამოსასწორებლად შეიქმნას ისტორიკოსთა ჯგუფი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ხელმძღვანელობით.

3. სინოდმა იმსჯელა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ეკლესიის მონაწილეობის შესახებ და განაჩინა:
ეთხოვოს სახელმწიფოს, დაეხმაროს ეკლესიას სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებაში. ეს ხელს შეუწყობს რაიონებში წარმოებებისა და მეურნეობების გამრავლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდას.

4. სინოდმა იმსჯელა ახალი პასპორტების შესახებ და განაჩინა:
საკითხის შესასწავლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

5. სინოდმა იმსჯელა მასობრივი სასუალებებით არაზნეობრივი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შესახებ და განაჩინა:
ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა საღვო წერილის საფუძველზე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის უხეში დარღვევაა. ეკლესია გმობს ანტიზნეობრივი საქმიანობის ნებისმიერ გამოვლინებას და მოუწოდებს იმ პირებს, ვინც პასუხს აგებს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაზე, აღკვეთონ უზნეობის პროპაგანდა.

6. წმინდა სიონოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.
ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ აღმსარებელი;
დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ მღვდელმოწამე;
ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის თავდადებული.