საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

13 აპრილი

ბოლო დღეებში რასელისტთა (ე.წ. იეროვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლები ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლითაც მოქალაქეებს 17 აპრილს “იეღოვას მოწმეთა” დღესასწაულზე – “იესოს გახსენების საღამოზე” იწვევენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევენ.

საპატრიარქოს პრესცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რასელისტთა ორგანიზაცია წარმოადგენს ანტიქრისტიანულ და ანტიჰუმანურ ტოტალიტარულ სექტას. საეკლესიო სამართლის თანახმად, მარლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა.

13 აპრილი 2011წ.