საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს სამოციქულო ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეს აღნიშნავს

25 დეკემბერი
593-2

საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეს აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

აღსაყდრების იუბილე კათოლიკოს-პატრიარქს ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა მიულოცეს.

ინტრონიზაციის 33 წლის იუბილის აღსანიშნავად საპატრიარქოში მიღება 20 საათიდან დაიწყება. ყველა მსურველს შესაძლებლობა მიეცემა უწმინდესს აღსაყდრების იუბილე მიულოცოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.