საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება ” მოინახულა

10 ნოემბერი
580-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება ” მოინახულა.

საქართველოს ეკლესიის საჭეთმბყრობელმა ტელევიზიის შენობა დაათვალიერა და თანამშრომლები დალოცა. გაეცნო იმ ოთახებს სადაც სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები მუშაობენ. კათოლიკოს-პატრიქარქმა მოინახულა ერთსულოვნების სტუდიები და საეთეროც. მან ტელევიზიის ფოეიში სხვადასხვა დროს მოღვაწე სამღვდელო პირთა ფოტო-გალერეაც დაათვალიერა. მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უქმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის სურათებიცაა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმბყრობელისთვის ქართული ცეკვა ერისიონის მოცეკვავეებმა შეასრულეს. მღეროდა სოფო კუჭავაც. მეორე დარბაზში კათოლიკოს-პატრიარქისთვის რამდენიმე საოპერო არია შესრულდა. პატარა ვირტუოზებმა კი სხვადასხვა ინსტრუმენტზე კლასიკური ნაწარმოებები ააჟღერეს.

უკვე ორი თვეა საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი მისამართი აქვს სანდრო ეულის 3 ა.