საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს საქართველოში 6 ქვეყნის მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

11 ოქტომბერი
577-2

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაარსებიდან 1700 ხოლო განახლებიდან 1000 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საქართველოში 6 ქვეყნის მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

ბულგარეთის,იერუსალიმის,ელადის,რუმინეთის,ამერიკისა და ალბანეთის ეკლესიის ღვთიმსახურები დღესასწაულთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას დაესწრებიან. საქართველოს ალბანეთის ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა უნეტერესი ანასტასიოსი პირველად ეწვია.სრულიად საქარელოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე სტუმარს აეროპორტში დახვდა. ალბანეთის ეკლესიამ ავტოკეფალიის მინიჭებამდე რთული გზა განვლო. ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანია. ძნელბედობის ჟამი ედგა ალბანეთის მართმადიდებლურ ეკლესიას სოციალისტური რეჟიმის დროსაც. დიპტიხში ისინი მეთორმეტე ადგილს იკავებენ. კათოლიკოს-პატრიარქთან საუბრისას ალბანეთის ეკლესიის მეთაურმა მოწვევისთვის საქართველოს ეკლესიის საჭეთმბყრობელს მადლობა გადაუხადა.

სვეტიცხოვლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში თითქმის ყველა მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ჩამოდის.