ეპარქიები
ცისკარზე წაიკითხება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს წმიდათა მაცხოვნებელთა ვნებათა 12 სახარება:
I. ინ. XIII, 31-XVIII, 1. [დას. მვ(46)].
II. ინ. XVIII, 1-28. [დას. ნჱ(58)].
III. მთ. XXVI, 57-75. [დას. რთ(109)].
IV. ინ. XVIII, 28-XIX, 16. [დას. ნთ(59)].
V. მთ. XXVII, 3-32. [დას. რია(111)].
VI. მკ. XV, 16-32. [დას. ჲზ(67)].
VII. მთ. XXVII, 33-54. [დას. რიგ(113)].
VIII. ლკ. XXIII, 32-49. [დას. რია(111)].
IX. ინ. XIX, 25-37. [დას. ჲა(61)].
X. მკ. XV, 43-47. [დას. ჲთ(69)].
XI. ინ. XIX, 38-42. [დას. ჲბ(62)].
XII. მთ. XXVII, 62-66. [დას. რიდ(114)].
ჟამისწირვა არ აღევლინება. დიდი ჟამობა.
I ჟამზე: გალ. VI, 14-18. [დას. სიე(215)-შუა].
მთ. XXVII, 1-56. [დას. რი(110)].
III ჟამზე: რომ. V, 6-11. [დას. პჱ(88)-შუა].
მკ. XV, 16-41. [დას. ჲზ(67)].
VI ჟამზე: ებრ. II, 11-18. [დას. ტვ(306)]
ლკ. XXIII, 32-49. [დას. რია(111)].
IX ჟამზე: ებრ. X, 19-31. [დას. ტკდ(324)]
ინ. XVIII, 28-XIX, 37. [დას. ნთ(59)].
მწუხრზე: 1 კორ. I, 18-II, 2. [დას. რკე(125)]
შედგენილი სახარება: მთ. XXVII, 1-38; (II-ქართულიდან) 1-44; (I-ქართულიდან) [დას. რი(110)] ლკ. XXIII, 39-43; მთ. XXVII, 39-54; (II-ქართულიდან) 45-54 (I-ქართულიდან) ინ. XIX, 31-37; მთ. XXVII, 55-61.
დღის მეორე ნახევარში (დაახლოებით 14 სთ-ზე) სრულდება მწუხრი, რომლის ბოლოს საკურთხეველიდან ჩრდილოეთის კარით გამოაბრძანებენ წმიდა გარდამოხსნას.
1 კორ. I, 18(ბ) † (ძმანო, †) სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს, 19 რამეთუ წერილ არს: «წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ, და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო». 20 სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა[ა]** ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ? 21 რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან (სიბრძნითა თჳსითა)* [სიბრძნისა მიერ]** ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ. 22 ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. 23 ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე. 24 ხოლო მათვე (ჩინებულთა)* [წოდებულთა]**, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
და † (მას ჟამსა შინა, †) ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. 2 და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა. 3 მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა 4 და თქუა: „ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი“. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „ჩუენდა რაჲ? შენ იხილე“. 5 და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. 6 ხოლო მღდელთმოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: „არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს“. 7 და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. 8 ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. 9 მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: „და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, 10 და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“. 11 ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: „შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ?“ ხოლო იესუ ჰრქუა მას: „შენ იტყჳ“. 12 და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. 13 მაშინ ჰრქუა მას პილატე: „არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?“ 14 და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. 15 ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი და მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. 16 ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა. 17 და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: „ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?“ 18 რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი. 19 და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: „არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს“. 20 ხოლო მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. 21 მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: „ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ბარაბა“. 22 ჰრქუა მათ პილატე: „რაჲ უკუე უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?“ ჰრქუეს მას ყოველთა: „ჯუარს-ეცუნ“. 23 ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: „და რაჲ ბოროტი უქმნიეს?“ ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: „ჯუარს-ეცუნ!“ 24 ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ“. 25 და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“. 26 მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. 27 მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. 28 და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. 29 და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: „გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!“ 30 და ჰნერწყუვიდეს მას, და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. 31 და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. 32 და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ; ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. 33 და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა (რომელ არს «თხემისა ადგილი»). 34 და მისცეს მას ძმარი, ნავღლითა აღზავებული, და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. 35 და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“. 36 და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. 37 და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: „ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ“. 38 მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით.
ლკ. 23: 39 ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრისმოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: „შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა“. 40 მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე საშჯელსა შინა ხარ? 41 და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა“. 42 და ეტყოდა იესუს: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა“. 43 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“.
მთ. 27: 39 ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა 40 და იტყოდეს: „რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით“. 41 ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: 42 ‘სხუანი აცხონნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად; უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. 43 უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ძე ღმრთისაჲ ვარი მე“. 44 ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას. 45 ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 46 და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ ესე არს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევე მე?“ 47 და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: „ელიას უჴმობს ესე“. 48 და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. 49 ხოლო სხუანი იტყოდეს: „აცადეთ და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა“. 50 ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 51 და აჰა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან ვიდრე ქუემდე და ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს, 52 და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს 53 და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. 54 ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“.
ინ. 19: 31 ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათამდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32 მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარცუმულ იყვნეს მის თანა. 33 ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, 34 არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი. 35 და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს. 36 რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“. 37 და სხუაჲ წერილი იტყჳს: „იხილონ, რომელსა-იგი უგუმირეს“.
მთ. 27: 55 იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას, 56 რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. 57 და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. 58 ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. 59 და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა 60 და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. 61 იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.