ეპარქიები
საიდუმლო სერობის დაწესება (გარდამავალია);
ცისკარზე: ლკ. XXII, 1-39. [დას. რჱ(108)-შუა]. ჟამისწირვაზე (მწუხრად): 1 კორ. XI, 23-32. [დას. რმთ(149)]. შედგენილი სახარება: მთ. XXVI, 1-20; [დას. რზ(107)]. ინ. XIII, 3-17; [დას. მდ(44)]. მთ. XXVI, 21-39; [დას. რჱ(108)-შუა]. ლკ. XXII, 43-45; [დას. რთ(109)]. მთ. XXVI, 40-XXVII, 2. [დას. რჱ(108)].
ფერხთბანვისა*: ინ. XIII, 1-11. [დას. მდ(44)].
ფერხთბანვის შემდეგ: ინ. XIII, 12-17. [დას. მე(45)].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXII, 1-39. [დას. რჱ(108)-შუა]:
ლკ. XXII: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასექი. 2 და ეძიებდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მის. 3 და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ, და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4 და მივიდა, ეზრახა მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5 ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6 და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა. 7 მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასექი იგი დაკლვად. 8 და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: „წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასექი, რაჲთა ვჭამოთ“. 9 ხოლო მათ ჰრქუეს: „სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?“ 10 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „აჰა-ეგერა, შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს. 11 და არქუთ სახლისა უფალსა მას: «გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასექი ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?» 12 და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ“. 13 და წარვიდეს და პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასექი იგი. 14 და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა. 15 და ჰრქუა მათ: „გულისსიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. 16 ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა“. 17 და მოიღო სასუმელი, და ჰმადლობდა და თქუა: „მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა. 18 ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს“. 19 და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: „ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“. 20 ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: „ესე სასუმელი – ახალი შჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული. 21 ხოლო აჰა, ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა. 22 ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს; ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!“ 23 და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას, ვინმე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად. 24 და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინმე იყოს დიდ მათ შორის? 25 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველისმოქმედ ჰრქჳან. 26 ხოლო თქუენ არა ეგრეთ იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი – ვითარცა მსახური. 27 ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური. 28 და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა. 29 და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა, 30 რაჲთა შჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა სასუფეველსა შინა ჩემსა; და დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და შჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა“. 31 და თქუა უფალმან: „სიმონ, სიმონ, აჰა-ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. 32 ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი“. 33 ხოლო მან თქუა: „უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად“. 34 ხოლო თავადმან თქუა: „გეტყჳ შენ, პეტრე, არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამგზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე“. 35 და ჰრქუა მათ: „ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „არარაჲ გუაკლდა“. 36 და მერმე ჰრქუა მათ: „არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე-მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. 37 გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: «უშჯულოთა თანა შეირაცხა», და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს“. 38 ხოლო მათ ჰრქუეს: „უფალო, აჰა-ესერა, არიან აქა ორ დანაკ“. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „კმა არს“. 39 და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.
† † † † † † †
წინაჲსწარმეტყუელებაჲ იერემიაჲსი, XI, 18-23; XII, 1-5, 9-11, 14-15.
იერ. XI: 18 უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, რამეთუ მაშინვე ვიხილენ ზაკულებანი მათნი. 19 ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მიგურასა ჩემსა დაკლვად, არა ვაგრძენ. ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოვედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა და შევმუსროთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ, და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე. 20 ხოლო შენ, უფალო ძალთაო, მსაჯულო სამართლისაო, გამომცდელო გულთა და თირკუმელთაო, მიხილავსმცა შენმიერი შურისგებაჲ მათ შორის, რამეთუ შენდამი განვაცხადენ სამართალნი ჩემნი. 21 ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი, კაცთა ზედა ანათოთელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, რომელნი იტყჳან: არა ჰწინაჲსწარმეტყუელებდე სახელითა უფლისაჲთა, თუ არა, მოჰკუდე ჴელთა შინა ჩუენთა. 22 ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ: აჰა-ესერა, მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი მათნი და ასულნი მათნი სიყმილითა აღესრულნენ, 23 და არავინ იყოს მათგანი დაშთომილ, რამეთუ მოვავლინო ძჳრი მკჳდრთა-ზედა ანათოთისათა წელსა მას ძიებისა მათისასა. XII: 1 მართალ ხარ შენ, უფალო, და მე მიგიგო შენ, ხოლო სამართალივე ვთქუა შენდამი: რაჲსათჳს გზაჲ უღმრთოთაჲ წარემართის? განიშუეს ყოველთა, რომელნი გეცრუვნეს შენ სიცრუვით? 2 დაჰნერგენ იგინი, და დაიმტკიცნეს ძირნი, შვილიერ იქმნნეს და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირსა მათსა და ჰშორავ თირკუმელთა მათთა. 3 და შენ, უფალო, მიცი მე, მიხილე მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა; შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვად, და განწმიდენ იგინი დღესა მას დაწყუედისა მათისასა. 4 ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ, და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან მკჳდრთა ქუეყანისათა? განირყუნნეს პირუტყუნი და მფრინველნი, რამეთუ თქუან: არა იხილნეს ღმერთმან გზანი ჩუენნი. 5 ფერჴნი შენნი რბიან და დაგაშრობენ შენ; ვითარ განემზადები შენ ჰუნეთა ზედა და ქუეყანასა მშჳდობისასა არა ესავ? ვითარ-მე ჰყო აღძრვასა იორდანისასა? <...> 9 ჴურელი ნუ აფთრისაჲ არს სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბი ნუ არს გარემო მისსა? წარვედით, შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი, და მოვიდედ ჭამად მისა. 10 მწყემსთა მრავალთა განრყუნეს საყურძენი ჩემი, მისცეს ნაწილი იგი ჩემი გულისსათქუმელი უდაბნოდ უგზოდ. 11 იქმნა იგი განსარყუნელად წარსაწყმედელისად. ჩემთჳს განრყუნით განირყუნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს კაცი, რომელმანმცა დაიდვა ესე გულსა თჳსსა. <...> 14 რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მოძმეთა თქუენთა უკეთურთა მწყემსთა, რომელნი ავნებენ სამკჳდრებელსა ჩემსა, რომელ განუყავ ერსა ჩემსა ისრაჱლსა: აჰა-ესერა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანით მათით და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა. 15 და იყოს, რაჟამს გამოვიყვანნე მე იგინი, მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავაშჱნნე იგინი თითოეულად სამკჳდრებელსა მათსა და კაცად-კაცადი ქუეყანასა თჳსსა.
† † † † † † †
წიგნი გამოსლვათაჲ, XIX, 10-19:
გამ. XIX, 10 ჰრქუა უფალმან მოსეს: გარდაგუალე და უწამე ერსა მას და წმიდა-ყვენ იგინი დღეს და ხვალე, განირცხენ სამოსელი მათი! 11 და იყვნენ იგინი განმზადებულ მესამედ დღედმდე, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოჴდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა. 12 და დაადგინო ერი იგი გარემო და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა და ნუ აღხუალთ მთასა მას შეხებად რასმე მისა! ყოველი, რომელი შეეხოს მთასა მას, სიკუდილითა აღესრულოს. 13 არა შეახოთ მას ჴელი, რამეთუ ქვითა განიტჳნნეთ, ანუთუ ისრითა განიდევნნეთ, გინათუ საცხოვარი, გინა კაცი არა ცხოვნდეს. რაჟამს ჴმანი იგი და საყჳრი იგი და ღრუბელი წარვიდეს მთისა მისგან, მაშინ იგინი აღმოვიდენ მთად. 14 გარდამოვიდა მოსე მიერ მთით ერისა მის და ჰრქუა მათ ეგრეთ და განწმიდნა იგინი. და განირცხეს სამოსელი მათი. 15 და ჰრქუა ერსა მას: ნუ შეეხებით ცოლთა თქუენთა და მზა-იყვენით სამ დღე. 16 და იყო, შემდგომად სამისა დღისა, ცისკარს ოდენ, იყვნეს ქუხილნი და ელვანი და ღრუბელი წყუდიადი მთასა მას სინასა, ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ ოხრიდა დიდად და შეძრწუნდა ყოველი იგი ერი ბანაკსა მას შინა. 17 და განიყვანა მოსე ერი იგი ბანაკით შემთხუევად ღმრთისა და წარდგეს მთასა მას ქუეშე სინასა. 18 ხოლო მთაჲ იგი სინაჲ კუმოდა ყოვლად, რამეთუ გარდამოსრულ იყო ღმერთი მას ზედა ცეცხლითა და აღვიდოდა კუამლი, ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ და განჰკრთა ერი იგი ფრიად. 19 და იყვნეს: ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერჱს იქმნებოდეს ფრიად. მოსე იტყოდა და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა.
† † † † † † †
წიგნი იობისი, XXXVIII, 1-23; XLII, 1-5:
იობ. XXXVIII: 1 შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ ჰრქუა უფალმან იობს არმურით-გამო და ღრუბლით: 2 ვინ არს ესე, რომელი მიმალავს ზრახვათა და შეუკრებიან სიტყუანი გულსა თჳსსა და ჩემგან ჰგონებს დაფარვად? 3 შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე; 4 სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისხმისყოფაჲ. 5 ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ანუ ვინ მოიღო საბელი საზომისაჲ მის ზედა? 6 ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამშჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მას ზედა? 7 ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მაქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი, 8 და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშვებოდა, დედის მუცლით გამო-რაჲ-ვიდოდა. 9 დავდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი. 10 დაუსხენ მას საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი, 11 და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედავე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი. 12 ანუ შენ ზედა განვაწესე ნათელი განთიადისაჲ და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი 13 მიწევნად ფრთეებითა ქუეყანასა და განბნევად უღმრთონი მისგან? 14 ანუ შენ მოიღე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოველად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა? 15 ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ? 16 მი-მე-სრულ ხარ-ა წყაროსა მას ზღჳსასა? ანუ კუალთა უფსკრულთასა სრულ ხარ-ა? 17 გან-მე-გეხუნეს-ა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილეს და შეძრწუნდეს? 18 ანუ სწავლულ ხარ-ა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარ-მე ანუ რაბამ არს, 19 რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ? 20 მი-ხოლო-თუ-მიყვანო საზღვართა მისთა? გინათუ იცნი ალაგნი მისნი? 21 მეცნიერ-მე ხარ-ა, ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყვნენ? 22 მი-მე-სრულ ხარ-ა საუნჯეთა თოვლისათა? გიხილვან-ა საუნჯენი სეტყჳსანი? 23 რამეთუ დაუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა. XLII: 1 მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა: 2 ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არარაჲ არს შენ მიერ. 3 ვინ-მე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვასა? ვინ მითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე, დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე? 4 ისმინე ჩემი, უფალო, რაჲთა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე. 5 ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ, და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.
† † † † † † †
წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, L, 4-11:
ეს. L: 4 უფალმან ღმერთმან მცეს მე ენაჲ მეცნიერებისაჲ, რაჲთა უწყოდი მე სიტყუაჲ ჟამსა. განმაკრძალა მე განთიად ზრახვასა და ცისკარს შემძინა მე ყური სმენად. 5 და სწავლამან უფლისამან განახუნა ყურნი ჩემნი ხოლო მე არა ურჩ ვექმნე, არცა სიტყუა-უგო. 6 ზურგი ჩემი მისცე გუემად და ღაწუნი ჩემნი ყურიმლისცემად და პირი ჩემი არა გარე-მივიქციო სირცხჳლისა მისგან ნერწყჳსა. 7 და უფალი შემწე-მეყო მე. ამისთჳსცა არა მრცხუენა, არამედ ვყავ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა მრცხუენეს. 8 რამეთუ მოახლებულ არს განმამართლებელი ჩემი. ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინა-აღმიდეგინ მე; და ვინ არს განმკითხველი ჩემი? მომეახლენ მე. 9 აჰა-ესერა, უფალი შემწე არს ჩემდა. ვინ არს ბოროტის-მყოფელ ჩემდა? აჰა-ესერა, თქუენ ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დასძუელდეთ და, ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ. 10 ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ, ისმინენ ჴმაჲ მონისა მისისაჲ. რომელნი ვლენან ბნელსა, და არა არს მათ შორის ნათელი, ესევდით სახელსა უფლისასა და განმტკიცენით ღმრთისა მიმართ ჩუენისა. 11 აჰა-ეგერა, თქუენ ყოველნი ცეცხლსა აღაგზნებთ და განაძლიერებთ ალსა. აწ ვიდოდეთ ნათელსა მას ცეცხლისა თქუენისასა და ალითა მით, რომელი აღაგზენით, ჩემთჳს გეყოს ესე თქუენ. მწუხარებით დაიძინეთ.
† † † † † † †
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 23-32. [დას. რმთ(149)]:
1 კორ. XI: 23(ბ) † (ძმანო, †) მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, 24 ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: „მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით (მოსაჴსენებელად ჩემდა“.)* [ჩემდა მოსაჴსენებელად“.]** 25 ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: „ესე სასუმელი ახალი შჯული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენგზისცა ჰსუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად“, 26 რამეთუ რაოდენგზისცა შჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. 27 ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი (ჴორცთა)* [ჴორცსა]** და სისხლსა უფლისასა. 28 გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. 29 ხოლო რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. 30 ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი, 31 რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. 32 ხოლო (გან-თუ-ვიკითხვით)* [განვიკითხვოდით რაჲ]**, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
შედგენილი სახარება: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVI, 1-20. [დას. რზ(107)]; სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIII, 3-17. [დას. მდ(44)]; სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVI, 21-39. [დას. რჱ(108)-შუა]; სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXII, 43-45(ა). [დას. რთ(109)]; სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVI, 40-XXVII, 2. [დას. რჱ(108)]:
მთ. XXVI: 1(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) 2 „უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარცუმად?“ 3 მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთმოძღურისასა 4 და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან. 5 ხოლო იტყოდეს: „ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის“. 6 ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, 7 მოუჴდა მას დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალსასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴითმჯდომარესა. 8 ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: „რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? 9 რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა“. 10 ხოლო იესუ გულისხმა-ყო და ჰრქუა მათ: „რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ, 11 რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 12 რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. 13 ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისსა“. 14 მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა მათ 15 და ჰრქუა: „რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?“ ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. 16 და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ. 17 ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: „სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე?“ 18 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: «მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასექი ესე მოწაფითურთ ჩემით»“. 19 და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასექი იგი. 20 და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. ინ. XIII: 3 იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს. 4 აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი, და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი. 5 და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა, და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. 6 და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: „უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?“ 7 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“. 8 ჰრქუა მას პეტრე: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“. ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“. 9 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: „უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი“. 10 ჰრქუა მას იესუ: „განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლადწმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი“. 11 რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა ყოველნი წმიდა ხართ“. 12 და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა, და მერმე ჰრქუა მათ: „უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ? 13 თქუენ მხადით მე: «მოძღუარო» და «უფალო», და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. 14 უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა. 15 რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა: ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ. 16 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა. 17 ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას. მთ. XXVI: 21 და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: „ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“. 22 და იგინი შეწუხნეს ფრიად და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: „ნუუკუე მე ვარ, უფალო?“ 23 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: „რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე. 24 ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არათუმცა შობილ იყო კაცი იგი“. 25 მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: „ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ?“ ჰრქუა მას იესუ: „შენ სთქუ“. 26 და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი“. 27 და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: „სუთ ამისგანი ყოველთა, 28 ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა. 29 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა“. 30 და გალობაჲ წართქუეს, და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. 31 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: «დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი». 32 ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინაწარგიძღუე თქუენ გალილეას“. 33 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე“. 34 ჰრქუა მას იესუ: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უვარ-მყო მე“. 35 ჰრქუა მას პეტრე: „დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ“. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს. 36 მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: „დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო“. 37 და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. 38 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა“. 39 და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. ლკ. XXII: 43 და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას. 44 და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა, და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა. 45(ა) და აღდგა მიერ ლოცვისაგან მთ. XXVI: 40 და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: „ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? 41 იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ“. 42 კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: „მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი“. 43 და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ. 44 და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა. 45 მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა-ესერა, მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა. 46 აღდეგით, წარვიდეთ ამიერ, აჰა-ესერა, მოიწია მიმცემელი ჩემი“. 47 და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა-ესერა, იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა და მის თანა – ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. 48 ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: „რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი“. 49 და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: „გიხაროდენ, მოძღუარ!“ და ამბორს-უყო მას. 50 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ?“ მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი. 51 და აჰა, ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. 52 მაშინ ჰრქუა მას იესუ: „მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. 53 ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? 54 და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ 55 მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; 56 ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაჲსწარმეტყუელთანი“. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. 57 ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთმოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. 58 ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთმოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა. 59 ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, 60 და არა ჰპოვებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი 61 და თქუეს, ვითარმედ: „ამან ესრეთ თქუა: «ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად»“. 62 მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: „არარას მიუგება, რასა ესენი შეგწამებენ შენ?“ 63 ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: „გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ“. 64 ჰრქუა მას იესუ: „შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა“. 65 მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: „გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა-ესერა, გესმა გმობაჲ მაგისი. 66 რაჲ გნებავს თქუენ?“ ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: „თანამდებ არს სიკუდილისა“. 67 მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს 68 და ეტყოდეს: „გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ 69 ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: „და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა“. 70 ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: „არა ვიცი, რასა იტყჳ“. 71 და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: „ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა“. 72 და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი“. 73 და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: „ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, და რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ“. 74 მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი“. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. 75 და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამგზის უვარ-მყო მე“. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ. XXVII: 1 და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. 2 და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა.
† † † † † † †
სახარებაჲ 1 ფერჴთ-ბანისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIII, 1-11. [დას. მდ(44)]:
ინ. XIII: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი. 2 და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი, 3 იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს. 4 აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი, და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი. 5 და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა, და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. 6 და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: „უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?“ 7 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“. 8 ჰრქუა მას პეტრე: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“. ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“. 9 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: „უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი“. 10 ჰრქუა მას იესუ: „განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლადწმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი“. 11 რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: «არა ყოველნი წმიდა ხართ».
† † † † † † †
სახარებაჲ 2 შემდგომად ფერჴთ-ბანისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIII 12-17. [დას. მე(45)]
ინ. XIII: 12(ბ) † (მას ჟამსა შინა, ოდეს დაჰბანნა იესუ ფერჴნი მოწაფეთა თჳსთა, †) მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა, და მერმე ჰრქუა მათ: „უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ? 13 თქუენ მხადით მე: «მოძღუარო» და «უფალო», და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. 14 უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა. 15 რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა: ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ. 16 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა. 17 ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას...“
† † † † † † †