საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტო
564-2

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად აღავლინა.

ფერისცვალების დღეს ტაძრებში ხილის კურთხევა ხდება. ეს დღე თევზით ხსნილია.

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.