საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბათუმში ოჯახში დამზადებული ღვინის მესამე ფესტივალი ჩატარდა

23 მაისი
557-2

ოჯახში დამზადებული ღვინის მესამე ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ბათუმში წელს მესამედ ჩატარდა. ფესტივალში 150-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი, რომელთაგან საუკეთესოები გამოვლინდა და 23 მაისს ბათუმისა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაჯილდოვდა. სადეგუსტაციო კომისიას საქართველოში ცნობილი მეღვინე-ტექნოლოგები აფასებდნენ, რომლებიც 3 დღის განმავლობაში მუშაობნნენ საუკეთესოს გამოსავლენად.

I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო დასავლური წითელი ღვინო – ჭყონდიდის ეპარქია მარტვილის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი

I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე

I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო აღმოსავლური წითელი – ზურაბ თოფურიძე

I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინო – ირაკლი დევნოზაშვილი

II ადგილი – (ვერცხლის მედალი) – დასავლური წითელი ღვინო – ნოე ჯიქია

II ადგილი – (ვერცხლის მედალი) – დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე

II ადგილი – (ვერცხლის მედალი) – აღმოსავლური წითელი ღვინო – გოჩა იჩქიტიძე

II ადგილი – (ვერცხლის მედალი) – აღმოსავლური თეთრი ღვინო – მერაბ ჯაფარიძე

III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) –დასავლური წითელი ღვინო – ირაკლი თავაძე

III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) –დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე

III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) – აღმოსავლური წითელი ღვინო – თოფურიძე ზურაბი

III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) – აღმოსავლური თეთრი ღვინო – ვალერი რჩეულიშვილი

პრიზი ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორი – გურამ პაპუნიძე

პრიზი “საუკეთესო დებიუტი” – გიორგი დავითაძე

პრიზი “საუკეთესო ზვრები” – ივერი ბიბილეიშვილი

პრიზი “საუკეთესო მარანი ” – ნოდარ შერვაშიძე

პრიზი ეპარქიის საუკეთესო ღვინო – ჭყონდიდის ეპარქია მარტვილის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი

პრიზი “დამწყები მეღვინე” – დავით ჯაფარიძე

იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ღვინო – ყურძენი “ქისი” – ჯემალ გეგეჭკორი

პრიზი “უხუცესი მონაწილე” – ნოე ჯიქია.

ფესტივალს უამრავი სასულიერო პირი, მთავრობის წევრი და გამოჩენილი ადამიანი ესწრებოდა .