საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განცხადება

17 აპრილი

საქართველოს საპატრიარქო აღშფოთებას და დიდ გულის ტკივილს გამოთქვამს იერუსალიმში სახელოვანი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის ბიუსტის ვანდალური ხელყოფის გამო.

აღნიშნული ბიუსტი 2005 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა, მას შემდეგ რაც ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის უძველესი ფრესკა გადაშალეს. რამდენიმე დღის წინ დაუდგენელმა პირებმა ბიუსტს თვალები დაუზიანეს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ იერუსალიმის საპატრიარქო და პირადად იერუსალიმის პატრიარქი, უნეტარესი თეოფილე III შეშფოთებულია მომხდარი ფაქტის გამო.
ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის მთავრობა დაინტერესდება ზემოაღნიშნული ინციდენტებით და იერუსალიმის საპატრიარქოს ხელშეწყობით გამოიძიებს, როგორც 2005 წელს შოთა რუსთაველის ფრესკის ბარბაროსული განადგურების შემთხვევას, ასევე ბიუსტის ხელყოფის ამბავს და დამნაშავენი სათანადოდ დაისჯებიან.

17.04.2010