საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

19 თებერვალი

ა.წ. 10 თებერვალს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით (http://www.rusk.ru/analitika/2010/02/10/gruzinskaya_istoriya_v_svete_pravoslaviya/) გავრცელდა ყოვლადმიუღებელი, ცილისმწამებლური წერილი ქართველი ერის წინააღმდეგ, რომელსაც გელათის სასულიერო აკადემიის სახელით ხელს აწერს მოქალაქე მალხაზ კეკუშაძე.

თანახმად გელათის სასულიერო აკადემიის რექტორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) განაცხადებისა, აღნიშნული პიროვნება არის თვითმარქვია და მას არავითარი კავშირი გელათის სასულიერო აკადემიასთან არ აქვს.

19 თებერვალი, 2010 წელი