საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესმა ლატვიის პრეზიდენტი საპატრიარქოში მიიღო

9 დეკემბერი
532-2

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქოში მიიღო.

უწმინდესი იმედოვნებს, რომ ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან მიმართებაში დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

“დღეს გვყავს ძალიან დიდი სტუმარი. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნისა და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება კარგი შედეგის მიმტანი”, – განაცხადა უწმინდესმა.