საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის განცხადება

28 ნოემბერი

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნოემბრის თვეში (გიორგობის დღესასწაულისთვის) შეწყალებულ პატიმართა უმრავლესობა საპატრიარქოს მიერ იყო წარდგენილი, რაც რეალობას არ შეესაბამება.

შეწყალების პროცედურების განხორციელებამდე ხელისუფლების მხრიდან გვაცნობეს, რომ საპატრიარქოს სიებიდან გაათავისუფლებდნენ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე მხოლოდ 50 პატიმარს და აქედან გამომდინარე, მოთხოვნაც შესაბამისად ამდენ პიროვნებაზე უნდა გაგვეკეთებინა.

50-ის ნაცვლად საპატრიარქომ 152 პატიმრის სია გაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს. აქედან 29 პატიმარი გაათავისუფლეს, 9-ს სასჯელი გაუნახევრეს, ხოლო ერთი წელი ჩამოაკლეს 4 პატიმარს.

ასე, რომ გათავისუფლებაც და შეღავათებიც შეეხო მხოლოდ 42 ადამიანს.
რა პრინციპით შეირჩა ეს პიროვნებანი, ჩვენთვის უცნობია. შევნიშნავთ იმასაც, რომ სამწუხაროდ, გათავისუფლებულ პატიმართა რაოდენობა თანდათან მცირდება.

საპატრიარქოს იურიდიული სამსახური

28 ნოემბერი, 2009 წელი