საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

26 ივლისი

23 ივლისს, მასმედიის საშუალებებით გავრცლდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს ბერი ალექსანდრე (ერეკლე) პაიჭაძე.

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის სასულიერო პირი, მან ეკლესიური ცხოვრების დაწყების მოტივაციით მიმართა ჯერ რუის-ურბნისის, შემდეგ კი გურჯაანის ეპარქიის ვეჯინის მამათა მონასტერს. ამ პერიოდში მას არანაირი სასულიერო ხარისხი არ მიუღია.

საქართველოს ეკლესიაში დღესაც არის მრავალი პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მონასტერში, სტუმრის სტატუსით ან სასულიერო პირობისათვის მოსამზადებელ პერიოდში იმყოფება.

ეკლესია ყოველთვის მზად არის მიიღოს ნებისმიერი მონანული ადამიანი, ამიტომ მისი კარი მუდამ ღიაა ამ სურვილით მოსულთათვის, მაგრამ ცალკეული ადამიანები ვერ ახერხებენ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები, სამწუხაროდ, მათ რიცხვს ალექსანდრე პაიჭაძეც მიეკუთვნება.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესიის წევრობა არა თუ ათავისუფლებს ადამიანს დანაშაულისგან, არამედ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას.

25 ივლისი 2009 წ.