საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესი იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსებს შორის არსებული დაპირისპირება კეთილად დასრულდება

24 მაისი
473-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსებს შორის არსებული დაპირისპირება კეთილად დასრულდება.

“მე ვფიქრობ, რომ ის დაპირისპირება, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის, კეთილად დამთვრდება. მოდის 26 მაისი, შეიძლება, რთული დღე იყოს და მინდა, გთხოვოთ ყველას, გავაძლიეროდ ლოცვა, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, ადამიანთა შორის კი – სათნოება და კეთილი განწყობა”, – ბრძანა პატრიარქმა ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

დღესვე უწმინდესმა სამების ტაძრის მოძღვარი მამა ადამი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვრად აკურთხა.

პატრიარქმა ბუაძეების გვარი დალოცა.